saqarTvelos qedebi - Txiszurgis qedi
საშუალო სიმაღლის განედური ქედი მდინარეების ლუხუნისწყალსა და რიცეულას შორის, უდიდესი მწვერვალის სიმაღლეა 1878 მ. აგებულია ბაიოსური პორფიტებით, მათი ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებით. თხემი მოსწორებულია. ქედი შემოსილია წიფლისა და რცხილის ტყით.